ტურნირი ჭადრაკში

 9 აპრილს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლის საჭადრაკო დარბაზში, ბათუმში მყოფი უკრაინელი მოჭადრაკეების ინიციატივით და საჭადრაკო კლუბი ნონას ტექნიკური მხარდაჭერით, გაიმართა საქართველო-უკრაინის მეგობრული საჭადრაკო ტურნირი სწრაფ ჭადრაკში (რაპიდი).

აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას ღებულობდა ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე ნინო ნაკაშიძე, რომელმაც გოგონებში პირველი ადგილი მოიპოვა. 

ტურნირის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, ხოლო I - III ადგილზე გასული მოჭადრაკეები მედლებით და დიპლომებით.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს ნინოს ამ გამარჯვებას!