წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილე ადამიანები ერთიანდებიან საერთო სლოგანის გარშემო:

იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მიზანია შეუერთდეს საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, ხელმძღვანელებთან ერთად სკოლის ბიბლიოთეკაში და საკლასო ოთახებში წაიკითხეს და განიხილეს სხვადასხვა მათთვის საინტერესო ნაწარმოები. პროექტში მონაწილე კლასები:

  • Iა, Iბ ,Iგ, Iდ, Iე, Iვ
  • IIა, IIბ, IIგ, IIდ
  • IIIა, IIIბ, IIIგ, IIIდ
  • IVა, IVბ, IVგ

პროექტის საერთაშორისო ორგანიზატორია „Litworld”.