I კლასელების საახალწლო ზეიმი

წარმოგიდგენთ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის I კლასის მოსწავლეების მიერ გამართულ სპექტაკლს ,,ზღაპრული ახალი წელი“.

დევი და მელაკუდა იტაცებენ თოვლის პაპას, ნაცარქექია კი ბავშვებთან ერთად სადღესასწაულო ცეკვა-სიმღერით დაიხსნის მას, რის შემდეგაც ყველანი ერთად იზეიმებენ ახალი წლის დადგომას.

ღონისძიების ხელმძღვანელები:

  • Iდ კლასი - ცისანა ქამადაძე;
  • Iე კლასი - ლინდა ჩიკვაიძე;
  • Iვ კლასი - ნათია მიქელაძე.

მუსიკის პედაგოგები: სოფიო შერვაშიძე, ნათია ჯანგველაძე;

სცენის დეკორატორი - ხელოვნების პედაგოგი: ლიანა ბაჯელიძე.