I კლასელების საახალწლო ზეიმი

წარმოგიდგენთ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის I კლასის მოსწავლეების მიერ გამართულ სპექტაკლს ,,ზღაპრული ახალი წელი“.

დევი და მელაკუდა იტაცებენ თოვლის პაპას, ნაცარქექია კი ბავშვებთან ერთად სადღესასწაულო ცეკვა-სიმღერით დაიხსნის მას, რის შემდეგაც ყველანი ერთად იზეიმებენ ახალი წლის დადგომას. 

ღონისძიების ხელმძღვანელები:

  • Iა კლასი - ანა შერვაშიძე;
  • Iბ კლასი - მარიამ პატარაია;
  • Iგ კლასი - თეა კომახიძე.

მუსიკის პედაგოგები: სოფიო შერვაშიძე, ნათია ჯანგველაძე;

სცენის დეკორატორი - ხელოვნების პედაგოგი: ლიანა ბაჯელიძე.