II კლასელების საახალწლო ზეიმი

წარმოგიდგენთ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის II კლასის მოსწავლეების მიერ გამართულ სპექტაკლს ,,შობის ზღაპარი“.

მოსწავლეებმა გააცოცხლეს ზღაპრის გმირები და სადღესასწაულო ცეკვა-სიმღერით საახალწლო განწყობა, სითბო და სიყვარული გაუზიარეს მაყურებლებს.

ზღაპრის გმირები აბრუნებენ გატაცებულ თოვლის პაპას. საახალწლოდ ყველა დაუჯერებელი სურვილი ხდება და სანტა ყველა ბავშვთან მივა.

ღონისძიების ხელმძღვანელები:

  • IIა კლასი - ნინო დობორჯგინიძე;
  • IIბ კლასი - ქეთევან გორდელაძე;
  • IIგ კლასი - მონიკა მოლაშხია;
  • IIდ კლასი - ხათუნა ხარატი;

მუსიკის პედაგოგები: სოფიო შერვაშიძე, ნათია ჯანგველაძე;

სცენის დეკორატორი - ხელოვნების პედაგოგი: ლიანა ბაჯელიძე.