საახალწლო საღამო GASB-ში

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის საბჭოს ორგანიზებით VII-XII კლასის მოსწავლეთათვის საახალწლო, გასართობი საღამო გაიმართა. 

მოსწავლეებმა ჩაატარეს კონკურსი „ნიჭიერი“, რომელშიც გამოვლინდა ორი გამარჯვებული: 

  • ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებული - ნია ჯიჯავაძე;
  • მაყურებლის მიერ შერჩეული გამარჯვებული - დავით დიასამიძე.

კონკურსი „ნიჭიერი“-ს გამარჯვებულებთან ერთად, საღამოს მიმდინარეობისას ასევე დაჯილდოვდნენ თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულებიც.

მოსწავლეების საახალწლო განწყობაზე ზრუნავდა სპეციალურად მოსწვეული DJ KIMO.