ჭადრაკის შიდა სასკოლო ჩემპიონატი GASB-ში

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში II-VI კლასების მოსწავლეებს შორის ჭადრაკში შიდა სასკოლო ტურნირი ჩატარდა. აღნიშნული ტურნირი GASB-ში ტრადიციულად წელიწადში ორჯერ ტარდება. გამარჯვებულები მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

II-III კლასების გამარჯვებული მოსწავლეები:

  • I ადგილი - ალექსანდრე ცანავა;
  • II ადგილი - ნიტა მემიაძე;
  • III ადგილი - ანდრია ნაკაშიძე. 

IV-VI კლასების გამარჯვებული მოსწავლეები:

  • I ადგილი - ლოლა მემიაძე;
  • II ადგილი - ნინო ნაკაშიძე;
  • III ადგილი - ქეთო ვარშალომიძე.

პედაგოგები: ეთერ თურმანიძე, თორნიკე კალანდაძე.

ვულოცავთ პატარა მოჭადრაკეებს გამარჯვებას!