Futsal-ის ტურნირი

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ფეხბურთში მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული ტურნირი ჩატარდა, რომელშიც VII-XII კლასების მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.

ტურნირში VIIIა კლასის გუნდმა გაიმარჯვა, მე-2 ადგილზე გავიდა Xა კლასის გუნდი, მე-3 ადგილი კი XIIა კლასს ერგო. 

გამარჯვებული გუნდის წევრები:

  • საბა შავიშვილი;
  • ანდრია ჟღენტი; 
  • დათა პატარიძე;
  • გაბრიელ ხახნელიძე; 
  • ტატო ჩაჩანიძე.

ვულოცავთ VIIIა კლასის გუნდს ტურნირში გამარჯვებას!