NATO-ს დღეები GASB-ში

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ნატოს დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - ,,რას მოუტანს ნატო საქართველოს?“ გაიმართა.

ღონისძიების მოწვეული სტუმარი იყო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარაში - ირმა გაბინაშვილი. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. 

ღონისძიება "ნატოს დღეები საქართველოში" საგარეო საქმეთა სამინისტროს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.