მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 

არჩევნები ორ ეტაპად წარიმართა. პირველ ეტაპზე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა კლასის თვითმმართველობის წევრები აირჩიეს, რომლებიც მოსწავლეთა თვითმმართველ საბჭოში იმუშავებენ, ხოლო მეორე ეტაპზე არჩეულ იქნა სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტი და მდივანი, წარმოდგენილი საშუალო საფეხურის მოსწავლეთაგან.

შემაჯამებელი ოქმების შედეგად მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტად აირჩიეს თეიმურაზ ჯაყელი - XIIა კლასი, ხოლო მდივნად - სანდრო სურმანიძე - VIIბ კლასი. 

მოსწავლეთა თვითმმართველობის საბჭოს წევრები გახდნენ:

  • ნინო ცეცხლაძე - VIIა კლასი;
  •  სანდრო სურმანიძე - VIIბ კლასი;
  • ანრი დუმბაძე - VIIIა კლასი;
  • ალექსანდრე ტორჩინავა - VIIIბ კლასი;
  • ელიზა სამუილოვა - IXა კლასი;
  • დავით დუმბაძე - Xა კლასი;
  • მილენა ქუთელია - Xბ კლასი;
  • შოთიკო დუმბაძე - XIა კლასი;
  • თეიმურაზ ჯაყელი- XIIა კლასი.

არჩევნები თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და კლასების მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით ჩატარდა. 

მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და დემოკრატიული ფასეულობების ჩამოყალიბებისათვის, ასევე მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად, რათა ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში, განახორციელონ სხვადასხვა პროექტები, გამოიჩინონ ინიციატივები, შექმნან სასკოლო კლუბები და ა.შ. 

სკოლის დირექციისა და ადმინისტრაციის სახელით თვითმმართველობის ახალ შემადგენლობას გამარჯვებას ვულოცავთ და წლის განმავლობაში ნაყოფიერ, შედეგიან საქმიანობას ვუსურვებთ.