უსკოს შეხვედრა GASB-ში

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ მომზადებული პროექტით - ,,ჩემი პირველი არჩევნები“ - სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

აღნიშნულ კურსს ჩვენი სკოლის IX-XII კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.

მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:

  • არჩევნების სახეები;
  • საქართველოს არჩევითი ორგანოები;
  • საარჩევნო პრინციპები;
  • არჩევნების ისტორია საქართველოში;
  • საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები;
  • უსკოს ფუნქციები;
  • არჩევნების ადმინისტრირება;
  • ახალგაზრდების როლი საარჩევნო პროცესებში;
  • ერთი ხმის მნიშვნელობა;
  • ელექტრონული არჩევნები.

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეები ელექტრონული არჩევნების შესახებ ვიდეო მასალას გაეცნენ.

ტრენინგს უსკოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

პროექტს ორგანიზებას უწევს უსკოს ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.