16
სექტემბერი
ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლა დაიწყო
16 სექტემბერს ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სასწავლო წლის დაწყება სკოლის მოსწავლეებსა და ახალწვეულებს, სკოლის წარმომადგენლობასთან ერთად, მოწვეული სტუმრის სტატუსით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ მიულოცა. მოსწავლეებისთვის გაიმართა სახალისო და სამეცნიერო-შემეცნებითი შოუ პროგრამები.
ღონისძიების საზეიმო ნაწილის დასრულების შემდეგ კი, გიორგი კეკელიძემ სკოლის მოსწავლეებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: წიგნი და წიგნიერება. ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს ყველა GASB-ელს.