GASB-ი - მათემატიკის გუნდური ოლიმპიადის გამარჯვებული

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა მათემატიკის სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულია!

წარმოგიდგენთ გამარჯვებული გუნდის “GOOGOLV”-ის წევრებს:

  • დიანა დიასამიძე - კაპიტანი;
  • ელიზა სამუილოვა;
  • ანრი დუმბაძე;
  • ჯეიმს მათთიუ როდდა;
  • ბაჩი სოლომონიძე.

საგნობრივი ოლიმპიადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის - ,,კონკურსები და ოლიმპიადები“-ს - ფარგლებში საჯარო და კერძო სკოლების დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს შორის ჩატარდა.

ჩვენმა სკოლამ მათემატიკის გუნდურ ოლიმპიადაში საბაზო საფეხურის მოსწავლეებს შორის პირველი ადგილი უკვე ზედიზედ მეორედ მოიპოვა!

ვულოცავთ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას!