ტოლერანტობის კვირეული GASB-ში

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლას, ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციის - ,,ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ - თავმჯდომარე თომა კაკაბაძე და ორგანიზაციის სხვა თანამშრომლები სტუმრობდნენ.

მოწვეულმა სტუმრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულების შესახებ ისაუბრეს და მოსწავლეებს შშმ პირების მიმართ ქცევისა და ეტიკეტის სწორი ფორმები განუმარტეს.

შეხვედრას ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ - ,,სითიზენი“-ს წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრა მეგობრულ გარემოში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.