გუნდური ინტელექტუალური შეჯიბრის - ,,ტვინების ბრძოლა“ - გამარჯვებულები

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა გუნდური ინტელექტუალური თამაშის - ,,ტვინების ბრძოლის“ - გამარჯვებულია!

2022 წლის შემოდგომის სეზონის საქართველოს ჩემპიონატი მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, რომელშიც 100-ზე მეტი კერძო და საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის გუნდმა - “GASB Junior” - გუნდურ-ინტელექტუალური შეჯიბრის ფინალში აჭარის არ-ის მასშტაბით I ადგილი აიღო.

გამარჯვებული გუნდის წევრები:

  • კაპიტანი: ანდრია ბერიძე;
  • სერგი ჩოგაძე;
  • ნინო ბაუჟაძე;
  • ნუცა ჭაღალიძე;
  • თამარ შერვაშიძე.

ვულოცავთ პატარა მოაზროვნეებს გამარჯვებას!