შეხვედრა ბათუმის ტექნოპარკში

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები ბათუმის ტექნოპარკში American Corner Batumi-ის მიერ გამართულ შეხვედრას დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა იყო ,,ქალები მეცნიერების და უსაფრთხოების სფეროში“.

ღონისძიებას უძღვებოდნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები.

კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა შეხვედრა, რომელზეც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

აღნიშნული შეხვედრა გამოირჩეოდა იმით, რომ რჩევებს იძლეოდნენ მეცნიერებისა და უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსები, რომლებმაც თავად გაიარეს არაერთი სირთულე წარმატებისკენ სავალ გზაზე. ამ გამოცდილების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას ქალისთვის არაპოპულარული პროფესიების არჩევის კუთხით.