შემოდგომის ერთი დღე

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები აჭარული ღვინის სახლს ეწვივნენ.

ბავშვებმა სახალისო აქტივობები შემოდგომას დაუკავშირეს. საკუთარი თვალით ნახეს, როგორია შემოდგომა სოფელში. გაეცნენ სოფლის ყოფა-ცხოვრებას, გაისეირნეს ვენახში, დააგემოვნეს საკუთარი ხელით დაკრეფილი ყურძენი, დაათვალიერეს მარანი და უძველესი სამუზეუმო ნივთები, თავიანთი ხელით თათარაში ამოავლეს ჩურჩხელები.

ეს აქტივობები შემოდგომის პეიზაჟების ფონზე წარუშლელ კვალს დატოვებს მათ მეხსიერებაში.