13
ნოემბერი
ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლასა და ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ახალ დონეზე აიყვანს ამერიკულ სკოლებს შორის თანამშრომლობას.
მემორანდუმის თანახმად, ორივე სკოლის მიერ ინტენსიურად მოხდება მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამების დანერგვა .
ამასთანავე, ჩვენი სკოლის მოსწავლეები, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მხარდაჭერით, აქტიურად ჩაერთვებიან საერთაშორისო კონფერენციებისა და ოლიმპიადებში, რისთვისაც მადლობას ვუხდით პარტნიორ სკოლას . ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისგან საჩუქრად მივიღეთ STEM-ის სახელმძღვანელოები, რაც კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს აღნიშნული მიმართულებების განვითარებას ჩვენ სკოლაში.