ჰელოუინის დღესასწაული

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში, როგორც წინა წლებში, ჰელოუინის დღესასწაული გრანდიოზულად აღინიშნა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-7-მე-12 კლასის მოსწავლეებმა, რომლებიც ყოველწლიურად ემზადებიან აღნიშნული დღისთვის და ერთვებიან სხვადასხვა სახალისო აქტივობებში - წარმოადგენენ ფლეშმობს მოსწავლეების და პედაგოგების მონაწილეობით.

ასევე მოეწყო თემატური დეკორაციებით შემდგარი გამოფენა.

სპეციალურად შერჩეულმა ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

  • საუკეთესო კოსტიუმი მოსწავლეებს შორის: მე-11 კლასის მოსწავლე - გიორგი ქასრაძე;
  • საუკეთესო კოსტიუმი პედაგოგებს შორის: ნათია ოსეფაიშვილი;
  • საუკეთესო კუთხის დიზაინი: მე-7ა კლასი.

გამარჯვებულებს გადაეცათ სხვადასხვა სახის საჩუქრები.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა და მოსწავლეთა თვითმმართველობა ყოველწლიურად ზრუნავს დღესასწაულისთვის საუკეთესო განწყობის შესაქმნელად.

საღამო მუსიკალურად გააფორმა ბენდმა ,,ლურჯი იალქანი“ და ჯგუფმა ,,პლატინა“ - ნეონის და ცეცხლის შთამბეჭდავი შოუს წარმოდგენით, რამაც მაყურებლებში განსაკუთრებული ოვაცია გამოიწვია.