საზღვარგარეთ განათლების მიღება

ბათუმის ქართულ-ამერიკულმა სკოლამ უმასპინძლა ბულგარეთში ამერიკული უნივერსიტეტის (American University in Bulgaria – AUBG - https://www.aubg.edu/) წარმომადგენელს - ქალბატონ ანეტა პანაიოტოვასა და საქართველოში ამ უნივერსიტეტის წარმომადგენელი ორგანიზაციის - ,,საერთაშორისო განათლების ცენტრი“-ს ბათუმის ოფისის კონსულტანტს - ქალბატონ ნინო ინაიშვილს, რომლებმაც ჩვენი სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს გააცნეს ამ უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები და სწავლის შესაძლებლობები.