ბათუმის რეგიონული კონფერენცია - EYP Georgia

ბათუმის ქართულ-ამერიკულმა სკოლამ ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის - European Youth Parliament Georgia - EYP მიერ დაგეგმილ ,,ბათუმის რეგიონულ კონფერენცია 2022“-ს უმასპინძლა.

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - European Youth Parliament Georgia - EYP, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ორმოცზე მეტ ევროპულ ქვეყანაში ფუნქციონირებს.

,,ბათუმის რეგიონულ კონფერენცია 2022“-ის თანაორგანიზატორები ჩვენი სკოლის მოსწავლეები - ანი იოსელიანი და თეიმურაზ ჯაყელი იყვნენ.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ დელეგატი წევრები - GASB-ის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები:

  • ემილი ქუთელია;
  • ლიზი წუწუნავა;
  • ვიქტორია ცეცხლაძე;
  • ნიტა ტუღუში;
  • ნინელი ქასრაძე;
  • მარიამ გოჩიტიძე;
  • იკა ფარტენაძე;
  • მარიამ ქურდაძე.

ბათუმის რეგიონულ კონფერენციას ათამდე ქვეყნის ოთხმოცამდე მონაწილე ესწრებოდა.