NASA Space Apps Challenge 2022

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით აჭარის რეგიონში, ბათუმის ტექნოპარკში გაიმართა ფართომასშტაბიანი ჰაკათონი NASA Space Apps Challenge 2022, რომელშიც რეგიონის 100-ზე მეტი მცხოვრები ღებულობდა მონაწილეობას, მათ შორის GASB-ის 5 მოსწავლე:

  • მე-12 კლასი - თეიმურაზ ჯაყელი;
  • მე-11 კლასი - მარიამ გოჩიტიძე;
  • მე-11 კლასი - ელისაბედ აბაშიძე;
  • მე-11 კლასი - ნინელი ქასრაძე;
  • მე-11 კლასი - იკა ფარტენაძე.

წელს ჰაკათონში 23 გამოწვევა 14 კატეგორიის მიმართულებით იყო წარმოდგენილი:

  • Advanced;
  • ხელოვნება;
  • ასტროფიზიკა;
  • დამწყები/ახალგაზრდობა;
  • კლიმატი;
  • მრავალფეროვნება და თანასწორობა;
  • დედამიწა;
  • თამაშები;
  • აპარატურული უზრუნველყოფა;
  • Intermediate; პლანეტები და მთვარეები;
  • პროგრამული უზრუნველყოფა;
  • კოსმოსური კვლევა;
  • მზე.