საზღვარგარეთ განათლების მიღება

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში, საზღვარგარეთ ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეკრუტირების დირექტორმა, Oregon State University-ის და CITY, University of London-ის წარმომადგენლებმა ჩაატარეს გაცნობითი ტიპის შეხვედრა ჩვენი სკოლის უფროსკლასელებთან , რომლებსაც გააცნეს ინორმაცია საზღვარგარეთ საუნივერსიტეტო განათლების მიღების შესახებ :

  • ამერიკის და ინგლისის საუნივერსიტეტო განათლების უპირატესობები;
  • საზღვარგარეთ უნივერსიტეტში ჩარიცხვის პირობები;
  • საზღვარგარეთ დასაქმების პირობები სწავლის პერიოდში;
  • სტიპენდიების და დაფინანსების საკითხები;
  • ხარისხები (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/დოქტურანტურა);
  • ინფორმაცია ამერიკის და ინგლისის სასწავლო ვიზებზე.