1-ელი ოქტომბერი GASB-ის დაბადების დღეა

დღეს ჩვენი დაბადების დღეა!

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა 4 წლისაა! 

ჩვენმა სკოლამ 2018 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო საგანმანათლებლო საქმიანობა და დღემდე დიდი წვლილი შეაქვს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში.

გილოცავთ ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო და მშობლებო ჩვენთვის ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ წარმატებებს ერთად გასავლელ დიდ გზაზე!

დაბადების დღეზე სკოლას მოსწავლეებმა წიგნები აჩუქეს, გაამდიდრეს სასკოლო ბიბლიოთეკის ფონდი და დაამკვიდრეს წიგნის ჩუქების ტრადიცია.