GASB-ის პროგრამირების წრე

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სიახლე გვაქვს!

ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, ვინც დაინტერესებულია კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლით, შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ პროგრამირების საფუძვლები.

GASB-ის პროგრამირების წრეს უხელმძღვანელებს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“, რომელსაც შეუძლია საერთაშორისო სტანდარტების მეთოდით ტექნოლოგიების სწავლება. www.mziuri.ge „მზიური“-ს კურსდამთავრებულები წარმატებით მუშაობენ ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებში, როგორიც არის Google, Microsoft, Facebook, Dropbox და სხვა. ჩვენი სკოლის მოსწავლეები შეისწავლიან :

  • ვებპროგრამირებას და კომპიუტერული თამაშების პროგრამირებას (Unity 3D);
  • C++ და ალგორითმებს;
  • დაპროგრამების საფუძვლებს;
  • Python-ს. პროგრამირების წრისთვის

GASB-ის კამპუსში გამოყოფილია მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, პერსონალური კომპიუტერები, პროექტორი, სმარტდაფა და სწავლებისთვის საჭირო სხვა მოწყობილობები.

პროგრამირების წრისთვის შესარჩევი კანდიდატების ტესტირება ჩატარდა „მზიური“-ს პატრონაჟით.

ტესტირება წარმატებით გაიარეს შემდეგმა მოსწავლეებმა:

  • გიორგი ჭაღალიძე 
  • ლოლა მემიაძე 
  • ანასტასია ჭოხონელიძე 
  • ანდრია ბერიძე 
  • სერგი ჩოგაძე 
  • ბარბარე ბერიძე 
  • ცოტნე ჩიკვაიძე 
  • დავით ხუჭუა 
  • სტეფანე ცეცხლაძე 
  • სესილი ჯაყელი 
  • ნიჰალ ბალაქიშიევი 
  • ლუკა კაკაბაძე

პროგრამირების წრეს სრულად დააფინანსებს ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა.