ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი

GITA - ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ბაზაზე ახორციელებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკს.

ბანაკი დღეს გაიხსნა და მასში მონაწილეობს კონკურსით შერჩეული სხვადასხვა საჯარო სკოლის 75 მოსწავლე მთელი საქართველოდან. მათ პროექტის ფარგლებში სრულად დაუფინანსდათ ბანაკში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკის მონაწილეები მთელი საქართველოდან STEM მიმართულებით მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე შეირჩნენ. წელს მონაწილეობის სურვილი 2000-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა და მათი აპლიკაციების განხილვის საფუძველზე 150 მონაწილე შეირჩა.

ბანაკის მასპინძელი: ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა