Technovation Girls Sakartvelo

 ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა მასპინძლობს „Technovation Girls Sakartvelo” საზაფხულო ბანაკს. Technovation Girls” საერთაშორისო, ტექნოლოგიურ-სამეწარმეო და საგანმათლებლო პროგრამაა, რომელიც 13-დან 18-წლამდე გოგონებისთვის იმ უნარ-ჩვევების შეძენას ისახავს მიზნად, რომლებიც მათ ტექნოლოგ მეწარმეებად და ლიდერებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2009 წელს შექმნილმა პროექტმა, “Technovation Girls“, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის გოგონამდე მიაღწია. „Technovation Girls“ საქართველოში 2016 წელს დაიწყო, თუმცა 2021-2022 წლის სეზონზე მან არნახულ მასშტაბებს მიაღწია.

სამი დღის განმავლობაში პროგრამის მონაწილეები ცხოვრობენ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის კამპუსში. გოგონათა ჯგუფები, მობილური აპლიკაციის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპის შესაქმნელად შეისწავლიან პროგრამირების საფუძვლებს, ამასთან ერთად, გაეცნობიან მარკეტინგისა და ბიზნეს გეგმის შედგენის საწყისებს.