ვუდრო უილსონის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნა

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში საზეიმოდ გაიხსნა ვუდრო უილსონის (Woodrow Wilson) სახელობის ბიბლიოთეკა. 

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტინიორობისა და თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება არაერთი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებიც მიმართულია განათლების დონის ასამაღლებლად.

ტომას ვუდრო უილსონი აშშ-ს 28-ე პრეზიდენტი იყო, იგი მაგალითია იმისა, რომ აკადემიურმა წარუმატებლობამ არ უნდა შეგაჩეროს დასახული მიზნების მიღწევაში. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უილსონს სკოლაში კითხვა უჭირდა და 10 წლის ასაკში ისწავლა. მიუხედავად ამისა, ის იყო ამერიკის ერთადერთი პრეზიდენტი დოქტორის წოდებით. 

სკოლის დამფუძნებლებმა, ლევან გოგიამ და თემურ გაბელიამ, ვუდრო უილსონის სახელობის ბიბლიოთეკას გადასცეს ინგლისურენოვანი ლიტერატურა და შეავსეს სკოლის წიგნების ფონდი.