13
ივნისი
ფეხბურთის ტურნირი GASB-ში
ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა შიდა სასკოლო ტურნირი ფუტსალში III-IV კლასელებს შორის. ფინალური მატჩი გაიმართა IVბ და IIIბ კლასებს შორის.
ტურნირის გამარჯვებულები გახლავთ:
IIIბ კლასი:
- ერეკლე ხინკილაძე
- ერეკლე კოხრეიძე
- დათა გორგილაძე
- დავით ვაშაკიძე
- ნიკოლოზ ძირკვაძე
მოზარდისთვის სპორტი გარდა ჯანმრთელობისა არის მეგობრების შეძენის, თანატოლებთან ურთიერთობებისა და ჯგუფურ აქტივობებში ჩართვის საუკეთესო შესაძლებლობა.
GASB-ის პრიორიტეტია მოსწავლეებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვა და განვითარება, რისთვისაც ხელის შემწყობი არის ჩვენი დახურული და ღია ტიპის სპორტული მოედნები პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად.