ჩვენი მოსწავლეების მორიგი წარმატება მათემატიკის კონკურსში
19 - 24 ნოემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტოს ორგანიზებით ჩატარდა დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის გუნდური კონკურსის მეორე ტური რამდენიმე საგანში, მათ შორის , მათემატიკაში . მათემატიკის კონკურსში მონაწილეობდა ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისაგან შემდგარი ორი გუნდი .
კონკურსში მე-3 საპრიზო ადგილი ჩვენი სკოლის V- VI კლასის გუნდმა დაიკავა, ხოლო, მე-4 ადგილი - VII- VIII- IX კლასის მოსწავლეებმა .
კონკურსში მონაწილეობდნენ და წარმატება მოიპოვეს შემდეგმა მოსწავლეებმა:
- თეიმურაზ ჯაყელი - IX კლასი
- დაჩი დარჩიძე - IX კლასი
- ალექსანდრე მეტრეველი - VIII კლასი
- ნინელი ქასრაძე - VIII კლასი
- დავით დიასამიძე - VII კლასი
- აკაკი უსტიაშვილი - VI კლასი
- დიანა დიასამიძე - VI კლასი
- ნინა ჭოხონელიძე - VI კლასი
- ნიკოლოზ დიასამიძე - V კლასი
- ანრი დუმბაძე - V კლასი
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს წარმატებას მოსწავლეებს და მადლობას უხდის მათ პედაგოგებს თამარ ბიბილურიძეს, თამარ ნიგალაძეს,გიული თავდგირიძეს, ირაკლი ჩიტაიას.