კალათბურთის საერთაშორისო ტურნირი

21-22 აგვისტოს ბათუმის ქართული-ამერიკული სკოლის სპორტულმა კომპლექსმა კალათბურთის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ გუნდები საქართველოდან, ესთონეთიდან და სომხეთიდან. საქართველოდან ტურნირში "თბილისი ბასკეტ იბერი" და ბათუმის გუნდები მონაწილეობდნენ; ესტონეთი ტარტუს უნივერსიტეტის გუნდით იყო წარმოდგენილი, ხოლო სომხეთი - ერევნის სასპორტო ფედერაციის გუნდებით. ტურნირში მონაწილეობას 13-14 წლის მოზარდები იღებდნენ.

  • I ადგილი გუნდმა "თბილისი- ბასკეტ იბერი" დაიკავა;
  • II ადგილზე გავიდა "ბათუმის საკალათბურთო ნაკრები";
  • III ადგილი კი, ტარტუს უნივერსიტეტის ნაკრებს ერგო.

გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონთა თასი ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის დამფუძნებელმა, თეიმურაზ გაბელიამ გადასცა.

ტურნირი აჭარის კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.