უფროსკლასელი GASB-ელები პატარა GASB-ელებისთვის

GASB- ში მიმდინარეობს პროექტი "უფროსკლასელი GASB-ელები პატარა GASB-ელებისთვის", რომლის ფარგლებშიც ჩვენი საშუალო საფეხურის მოსწავლეები პედაგოგის როლს ირგებენ და პატარებს უტარებენ გაკვეტილებს სხვადასხვა თემებზე. 

ამჯერად ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ლიზი მახარაძემ, აზრა ესმა ბაიბურთმა, ანი იოსელიანმა, მარიამ შუშანიძემ და ნინი ჯიმშერაძემ GASB-ის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ჩაუტარეს შემაჯამებელი გაკვეთილები ინგლისურ ენაში შემდეგ თემებზე:

  • ამინდი და წელიწადის დროები;
  • ცხოველთა სამყარო;

გაკვეთილები ინტერაქტიული ხასიათის იყო და მოიცავდა ინდივიდუალურ და ჯგუფურ აქტივობებს.

პროექტის ავტორი: ინგლისური ენის პედაგოგები: ნინო ხაჩიძე და ანა ზოიძე