GASB-ელები გონიოს ციხეში

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის საბაზო საფეხურის VIII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ გონიოს აფსაროსის ციხე მუზეუმში.

გონიოს ციხე იცავდა ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსა და რეგიონებს შავი ზღვის სანაპიროსთან აკავშირებდა. სწორედ ამგვარი მდებარეობის გამო იქცა გონიოს ციხე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ კი – ბიზანტიისა და ოსმალეთის ერთ-ერთ ციტადელად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. შესაბამისად, ციხე მოიცავს რამდენიმე ფენას: რომაულს (ძვ.წ. III-IV სს.), ბიზანტიურს (VI-VII სს.) და ოსმალურს (XVI ს.).

GASB-ელები გაეცნენ გონიოს ციხის ტერიტორიას და მუზეუმში არსებული ექსპონატების ისტორიას.

პედაგოგი: GASB-ის ისტორიის პედაგოგი მამუკა ცაავა