სახალხო დამცველის წარმომადგენლის ვიზიტი ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის III კლასის მოსწავლეებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი - გიორგი ჩარკვიანი შეხვდა. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა , მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ბავშვთა უფლებების კონვენციასა და საერთაშორისო სტანდარტებზე.