Spelling Bee GASB-ში

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა ინგლისური ენის მართლწერის “Spelling Bee”-ს ფინალური ტური.

მართლწერის კონკურსი ჩატარდა კემბრიჯის მიერ განსაზღვრულ A1-A2 და B1-B2 დონის შესაბამის ლექსიკურ ერთეულებზე, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ GASB-ის V-X კლასის მოსწავლეები. 

პირველ ტურში შესაბამისად დაწყებითი და საბაზო საფეხურებზე გამოვლინდა ხუთი ფინალისტი, ხოლო ფინალურ ტურში გამარჯვებული გახდა VI კლასის მოსწავლე თემური კახიძე და X კლასის მოსწავლე ნინელი ქასრაძე. ფინალისტებს გადაეცათ წარმატების სიგელი, ხოლო გამარჯვებული დაჯილდოვდა სერთიფიკატითა და პრიზით. ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ინგლისური ენის პედაგოგები ნინო ხაჩიძე და ანა ზოიძე.

GASB-ი ულოცავს მონაწილეებსა და გამარჯვებულებს მიღწეულ წარმატებას!