კერამიკის მასტერკლასი - II კლასი

 ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებისთვის კლასგარეშე აქტივობები პერიოდულად ტარდება, ამჯერად II კლასის მოსწავლეები არტ-სტუდია „ანდამატს“ ესტუმრნენ, სადაც გაიარეს თიხაზე მუშაობის მასტერკლასი.

თიხაზე მუშაობა ერთადერთი ხელოვნების დარგია, სადაც ხდება პირდაპირი კონტაქტი ადამიანსა და მასალას შორის, დამხმარე იარაღების გარეშე.

ტაქტილური კონტაქტისას ხდება მხატვარსა და ბუნებრივ მასალას შორის ენერგიისა და განწყობის გაცვლა. თიხა, ცოცხალი ორგანიზმივითაა, სუნთქავს, გემორჩილება (ან არ გემორჩილება) აქვს ინდივიდუალური ხასიათი და თვისებები. ამიტომ შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია რამდენად შედგება „პოზიტიური დიალოგი“ მასალასა და ხელოვანს შორის.

მხიარული, თერაპიული, შემოქმედებითი აქტივობებით დახუნძლული ვორქშოპის განმავლობაში მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს სამახსოვრო სუვენირები.