შექსპირის საღამო

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა უილიამ შექსპირის საიუბილეო საღამო. ჩვენმა მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს "რომეო და ჯულიეტა", "ოტელო და დეზდემონა", "ჰამლეტი" და "მეფე ლირი".

ინგლისელი დრამატურგი და პოეტი, უილიამ შექსპირი, მიჩნეულია მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად.

უილიამ შექსპირის ყველაზე ცნობილი ტრაგედიებია: "ჰამლეტი", "ოტელო", "მეფე ლირი", "მაკბეტი", "რომეო და ჯულიეტა" და "ანტონიუსი და კლეოპატრა". ამ ტრაგედიებში ყველაზე ღრმად აისახა შექსპირის ჰუმანისტური მსოფლაღქმა, ადამიანის ძალისა და ინტელექტუალური შესაძლებლობისადმი რწმენა.

ღონისძიების ხელმძღვანელი: ინგლისური ენის პედაგოგი მადონა ფუტკარაძე