ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეების ვიზიტი

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისა და ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები გლობალურ კლიმატცვლილებისადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ, პარტნიორ, ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში. სამდღიანი ვიზიტის პერიოდში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ერთობლივ ვორქშოფებსა და თვითმმართველობების შეხვედრებში.

თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა სამივე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში, ასევე თვითმმართველობების მიერ ინიცირებულ პროექტებში .

სკოლებს შორის გაცვლით პროგრამებს სისტემატიური ხასიათი ექნება. ახლა უკვე ევროპარლამენტის მოდელირების პროექტის ფარგლებში თბილისელი მოსწავლეები უმასპინძლებენ ბათუმელ თანატოლებს.


ვიდეო