ტურნირი სწრაფ ჭადრაკში

16-17 აპრილს მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის ჭადრაკის დარბაზში, დაფასთან თამაშის ფორმატით, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ ჭანტურიას ღია რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა სწრაფ ჭადრაკში. 

ტურნირში 92 მოჭადრაკე ღებულობდა მონაწილეობას, მათ შორის ბათუმის ქართულ- ამერიკული სკოლის III კლასის მოსწავლე - თამარ დოლიძე.

თამარ დოლიძემ გოგონათა 10 წლამდე კატეგორიაში I ადგილი მოიპოვა.

ორგანიზატორი: მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე

GASB ულოცავს თამარს ამ წარმატებას!