27
აპრილი
ტურნირი კალათბურთში 3X3
ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში, ჩატარდა ტურნირი კალათბურთში 3X3. ტურნირში მონაწილეობდნენ GASB-ის VI-XI კლასის მოსწავლეები.
გამარჯვებული გუნდის შემადგენლობა:
- ბეგლარ აბუსერიძე - VI კლასი
- ანდრია ჟღენტი - VII კლასი
- საბა შავიშვილი - VII კლასი
- ტატო ჩაჩანიძე - VII კლასი
3X3 კალათბურთი ტარდება ნახევარ საკალათბურთო მოედანზე განსხვავებული წესებით, გაცილებით დინამიურ და სწრაფ ტემპში.
სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტია მოსწავლეებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვა და განვითარება, რისთვისაც ხელის შემწყობი არის ჩვენი დახურული და ღია ტიპის სპორტული მოედნები პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად.