ბათუმის ამერიკული კუთხის წარმომადგენლის საჯარო ლექცია

5 დეკემბერს ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის თვითმმართველობის ხელმძღვანელის, ლიკა კურდაძის მიერ დაარსებული "საჯარო მეტყველების" კლუბის ინიციატივით, ბათუმის ამერიკული კუთხის წარმომადგენელმა მამუკა საფარიძემ საჯარო ლექცია ჩაატარა სკოლის მოსწავლეებისთვის , თემაზე მეტყველების მნიშვნელობა მოზარდების სამომავლო კარიერაზე.

სპიკერმა ისაუბრა იმ გამოწვევებსა და სირთულეებზე, რომლებიც კარიერული დაგეგმვის სხვადასხვა ეტაპზე იჩენს თავს.