ვიზიტი ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში.

მუზეუმი არის უსაზღვრო შესაძლებლობების ადგილი თვალსაჩინოებითი სწავლებისა და მოსწავლეთა ჩართულობისათვის.

დღეს, როდესაც სულ უფრო მეტი აქცენტი კეთდება არა მხოლოდ ფაქტების მშრალ ცოდნასა და გაზეპირებაზე, არამედ შემოქმედებითი უნარის განვითარებაზე, კიდევ უფრო იზრდება მუზეუმის როლი ჩვენს ყოფიერებაში.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი 1994 წელს დაარსდა და საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია. მუზეუმში წარმოდგენილია აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მრავალფეროვანი მასალა, რომელიც მოიცავს პერიოდებს ქვის ხანიდან შუასაუკუნეების ჩათვლით. აქ ნახავთ ქვის იარაღებს, ბრინჯაოს, მინისა და კერამიკის ჭურჭელს, მონეტების კოლექციას, სამკაულებს და სხვა მრავალ საინტერესო ექსპონატს. მუზეუმს აქვს მდიდარი ოქროს ფონდი, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშებს უჭირავს.

ღონისძიების ორგანიზატორი: ისტორიის პედაგოგი - მამუკა ცაავა