9 აპრილი

9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს - 1989 წლის ტრაგედიასა და დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წელს. რუსული ჯარის მიერ თბილისში 21 ადამიანის მოკვლამ საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოიწვია, რაც საბოლოოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.

9 აპრილი ჩვენთვის არა მხოლოდ ის დღეა, როდესაც პატივს მივაგებთ გმირებს, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გაწირეს თავი, არამედ ეს დღე არის ქართველი ერის ძალიან დიდი ერთსულოვნების დღე!