მუსიკალური საკრავები

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სხვადასხვა საგანში უტარდებათ ინტერაქტიული გაკვეთილები, მათ შორის მუსიკაში.

GASB-ის პირველი კლასის მოსწავლეებს მუსიკაში ჩაუტარდათ ინტერაქტიული გაკვეთილი თემაზე - „მუსიკალური საკრავები“ გაკვეთილზე მოსწავლეები ასახელებდნენ და განარჩევდნენ ერთმანეთისაგან მუსიკალურ საკრავებს:

  • დასარტყამი ინსტრუმენტები;
  • ჩასაბერი/სასულე ინსტრუმენტები;
  • სიმებიანი ინსტრუმენტები;
  • კლავიშებიანი საკრავები;
  • ქართულ/ხალხური საკრავები;
  • კლასიკური საკრავები.

პედაგოგები: მუსიკის პედაგოგები სოფიო შერვაშიძე და ნათია ჯანგველაძე