ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე

ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა უკავშირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს - 1948 წლის 7 აპრილს.

ყოველ წელს, ამ დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უძღვნის ერთ კონკრეტულ თემას და ცდილობს ამ თემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. წლევანდელი ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა "ჩვენი პლანეტა, ჩვენი ჯანმრთელობა".

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებისთვის საჭირო გადაუდებელ ქმედებებს, რომელიც აუცილებელია „ადამიანებისა და პლანეტის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად".