აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება

4 აპრილს ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით „ბავშვთა განვითარების ცენტრ მოზაიკის“ ქცევითმა თერაპევტმა/ფსიქოლოგმა მარიამ ქობულაძემ და მეტყველების თერაპევტმა შორენა წულეისკირმა ჩაატარეს შეხვედრა ჩვენი სკოლის IV, V კლასის მოსწავლეებთან.

შეხვედრაზე განხილული იქნა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლის შესაძლო თავისებურებები, საჭიროებები, მათი მხარდაჭერისა და მათთან დამეგობრების გზები.

შეხვედრის ორგანიზატორი: ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ფსიქოლოგი მარიამ რომანაძე