ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეების წარმატება საგნობრივ ოლიმპიადებზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით საგნრობრივი ოლიმპიადის მეორე ტური ჩატარდა. ტურში მონაწილეობას აჭარის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების 631 მოსწავლე იღება. 33-მა მათგანმა მოიპოვა წარმატება საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტურში, მათგან ოთხი  - ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეა:

  • ნიკა დარსალია, მეშვიდე კლასი - მესამე ადგილი მათემატიკაში;
  • დავით დიასამიძე, მეშვიდე კლასი - მესამე ადგილი მათემატიკაში;
  • ელისაბედ აბაშიძე, მერვე კლასი - მესამე ადგილი ინგლისურში;
  • თემო ჯაყელი, მეცხრე კლასი - მესამე ადგილი ინგლისურში.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ წარმატებას.