ფრანკოფონია 2022!

20 მარტი, "ფრანკოფონიის" საერთაშორისო დღეა, ეს დღე აღინიშნება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში.

ტერმინი "ფრანკოფონია" გულისხმობს ქვეყნების ნაკრებს, სადაც საუბრობენ ფრანგულ ენაზე და ხელს უწყობენ მის ღირებულებებს მთელ მსოფლიოში. 

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ფრანკოფონიის დღეებისადმი მიძღვნილი ერთი თვის განმავლობაში განხორციელდება სხვადასხვა აქტივობა, რომელშიც ჩართულნი იქნებიან სკოლის V-X კლასის მოსწავლეები.