მობილობა ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა I-XI კლასის მოსწავლეებისთვის მობილობას აცხადებს. თუ გსურთ სწავლა ჩვენთან გააგრძელოთ, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, მიუთითეთ შეხვედრისთვის თქვენთვის მოსახერხებელი დრო და გვესტუმრეთ ინდივიდუალური ფორმატის საინფორმაციო შეხვედრაზე.

  • რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:http://bit.do/e4F28

შეხვედრაზე დაათვალიერებთ სკოლის კამპუსს, ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ სკოლის საგანმანათლებლო, კლასგარეშე პროგრამებისა და სასკოლო კლუბების შესახებ ადმინისტრაციისა და კათედრების ხელმძღვანელებისგან. ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა გისურვებთ წარმატებას.