პრეზიდენტის დღე 2022

შეერთებულ შტატებში დღეს ფედერალური უქმე დღეა, ამერიკელები პრეზიდენტის დღეს აღნიშნავენ.

ეს დღე სამთავრობო დაწესებულებებისთვის, ბანკებისთვის, ფოსტისა და სკოლებისთვის უქმე დღედ არის გამოცხადებული.

ოფიციალურად ეს დღესასწაული პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღეს უკავშირდება და ფედერალურ დასვენების დღედ 1879 წელს გამოცხადდა, რათა ამერიკის პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე, 22 თებერვალი ეზეიმათ.